პრემიუმ საჩუქრები

ბესტსელერები
ჩვენს შესახებ
მადლობა

მადლობა

კომპანია “მადლობა” 2020 წელს დაარსდა და ტრადიციებისა თუ ორიგინალურობის ერთიანობით გიქმნით მრავალფეროვან არჩევანს ღვინის, ტურიზმისა თუ სასაჩუქრე სივრცეში. მაღაზია გამოირჩევა მაღალი ხარისხის სერვისით და წარმოადგენს ეროვნულ მოტივებზე დაფუძნებული საჩუქრებისა და ღვინის მაღაზიის უნიკალურ მთლიანობას.
კომპანიის მიზანია, ნებისმიერმა ადამიანმა შეიგრძნოს ის კულტურა და სიყვარული, რომელიც ქართველებს ღვინის მიმართ გააჩნიათ.
“მადლობაში” შეგიძლიათ შეარჩიოთ და შეიძინოთ ეროვნული მოტივებით დამზადებული პროდუქტები და აქსესუარები, რომლებიც შექმნილია ნებისმიერი ინტერესის მომხმარებლისათვის თუ განსაკუთრებული დღისათვის.

 

დაფუძნების დღიდან “მადლობა” აქტიურად მონაწილეობს ქართული კულტურის, ხელოვნების, მეღვინეობის, ისტორიისა და ტრადიციების პოპულარიზაციაში.

მადლობა

‎სიტყვაში მადლობა რაც პირველად გვესმის, ეს მადლია. ზუსტად ის, რაც აუცილებლად წინ დაგხვდება, თუკი მას უანგაროდ გავცემთ. ილია ჭავჭავაძემ როგორც თქვა, „ეს წუთი სოფელი მადლის ჭიდილია, იგია პირველი ნიშანი დიდბუნებოვანობისა, დიდკაცობისა და მარტო რჩეულთა ამაქვეყნისათა მაგ მადლს ღმერთი კურთხევით უწყალობებს ხოლმე.“

ადამიანები ყოველ დღე, ძალით თუ გაუცნობიერებლად ვამბობთ სიტყვას „მადლობა“, რაც უწყვეტი, უანგარო და დასაბუთებული კავშირია სიყვარულის ურთიერთობისა და გულწრფელად ნაბოძები კეთილი ემოციებისა.

მიუხედავად იმისა, რომ მადლიერების გამოსახატად ყველა ენა სხვადასხვა ფრაზას თუ სიტყვათა შეთანხმებას იყენებს, ქართული მხოლოდ ერთი, მოკლე და თბილი „მადლობა“ უკვე საკმარისია იმისთვის, რომ მეორე ადამიანს უბოძო მადლიერება, პატივისცემა და აგრძნობინო, რომ ის უკვე შენად მიიღე.

ილია ჭავჭავაძე მადლობა
ფასდაკლება
ბოლოს დამატებული
ბლოგი